მთავარი გვერდი  გახადე საწყისი რეკლამის განთავსება კონტაქტი
პიკანტური კარტოფილი
კვერცხი ტომატში
იმპერატორი
სპაგეტი სოუსით
ქათმის სალათა
კარამელი
სესილი
ფილეს სალათი
მადამ ბოვარი
ტატალი
N&N (ნუშით ნამცხვარი)
კოსმოპოლიტენი (კლასიკური)
ბორში სოკოთი
ინგლისური სალათა
ოქროს გასაღები
ანმაუიმკა
ტორტი ""სამეფო""
კუჭმაჭი ნიგვზით
"შარლოტა"
სასარგებლო სალათი

არჩეულია კატეგორია: ტკბილეული, ნაპოვნია 54 რეცეპტი
 
მსხლის მურაბა

1კგ მაგარი მსხალი გავთალოთ, დავჭრათ ნაჭრებად. დავაყაროთ 1კგ შაქრის ფხვნილი, გავაჩეროთ 4-5 საათი. მოვხარშოთ ნელ ცეცხლზე მომზადებამდე.

საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 11  , განთავსებულია: 15.01.2006 , გამოაგზავნა: weborganic
 
გარგარის მურაბა

1კგ გარგარს გამოვაცალოთ კურკა. მოვადუღოთ სიროფი 1კგ შაქრის ფხვნილისა და 1 ჭიქა წყლისაგან. ცხელ სიროფში ჩავყაროთ გარგარი და გავაციოთ. შემდეგ დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ 30 წუთი. ისევ გავაციოთ. შემდეგ ავადუღოთ მზადყოფნამდე.

საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 11  , განთავსებულია: 15.01.2006 , გამოაგზავნა: weborganic
 
მაყვლის მურაბა

სამურაბე ტაშტში მოვათავსოთ 1კგ გადარჩეული მაყვალი. მოვაყაროთ 1კგ შაქარი. გავაჩეროთ გრილ ადგილას 4-5 საათი. შემდეგ დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ მომზადებამდე. რამდენჯერმე ფრთხილად შევანძრიოთ ჭურჭელი და მოვხადოთ ქაფი.

საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 15  , განთავსებულია: 15.01.2006 , გამოაგზავნა: weborganic
 
შავი მოცხარის მურაბა

1კგ გადარჩეულ შავ მოცხარს დავაყაროთ 1კგ შაქრის ფხვნილი, დავასხათ 1 ჭიქა წყალი. დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ მომზადებამდე.

საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 7  , განთავსებულია: 15.01.2006 , გამოაგზავნა: weborganic
 
ნესვის მურაბა

დაუმწიფებელ ნესვს მოვაცილოთ შიგა რბილი ნაწილი და გარეთა კანი. მიღებული მასა - 3კგ დავჭრათ მოგრძო რომბისებურ ნაჭრებად. ზემოდან მოვასხათ 3 სუფრის კოვზი კონიაკი ან არაყი. მოვაყაროთ 1,5კგ შაქრის ფხვნილი. 1,5კგ შაქრის ფხვნილითა და 3 ჭიქა წყლით მოვადუღოთ სიროფი და ზევიდან დავასხათ ნესვის ნაჭრებს. ერთიანად შევდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ, ვიდრე ნესვის ნაჭრები და სიროფი გამჭვირვალე არ გახდება.

საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 11  , განთავსებულია: 15.01.2006 , გამოაგზავნა: weborganic
 
წვრილი ვაშლის მურაბა

ვაშლები გადავარჩიოთ, დავუტოვოთ პატარა ყუნწები, წვრილი ჩხირით აქა-იქ დავჩხვლიტოთ. ჩავყაროთ ჯამში, დავასხათ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ 10-15 წუთი. 1,5კგ შაქრისა და 2 ჭიქა წყლისაგან მოვადუღოთ სიროფი. ჩავყაროთ შიგ 1კგ გაციებული ვაშლი და მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით მზადყოფნამდე.

საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 13  , განთავსებულია: 15.01.2006 , გამოაგზავნა: weborganic
 
შინდის მურაბა

1კგ შინდზე ავიღოთ 1კგ 200გრ შაქრის ფხვნილი და 2 ჭიქა წყალი. ჯერ მოვადუღოთ სიროფი, ცოტა ხნის შემდეგ სიროფში ჩავყაროთ შინდი და ვხარშოთ 1,5-2 საათი. სამურაბე ტაშტი ხშირად ვატრიალოთ და მოვხადოთ ქაფი.


საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 13  , განთავსებულია: 15.01.2006 , გამოაგზავნა: weborganic
 
მარწყვის მურაბა

1კგ გადარჩეულ და გარეცხილ მარწყვს დავაყაროთ 1კგ შაქრის ფხვნილი, გავაჩეროთ 4-5 საათი. როცა მარწყვი წვენს შეიყენებს, დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე, გადმოვდგათ და გავაგრილოთ. ეს პროცედურა გავიმეოროთ ორჯერ. შემდეგ ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება.

საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 16  , განთავსებულია: 15.01.2006 , გამოაგზავნა: weborganic
 
ალუბლის მურაბა

1კგ ალუბალი დავყაროთ სამურაბე ტაშტზე, დავაყაროთ 1კგ შაქრის ფხვნილი (ან ცოტა მეტი) და დავასხათ 0,5 ჭიქა წყალი. ვხარშოთ საშუალო სიძლიერის ცეცხლზე. ტაშტი ხშირად ვატრიალოთ და მოვხადოთ ქაფი.

საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 25  , განთავსებულია: 15.01.2006 , გამოაგზავნა: weborganic


[<<] [ 1 | 2 | 3 | 4 ]