მთავარი გვერდი  გახადე საწყისი რეკლამის განთავსება კონტაქტი
პიკანტური კარტოფილი
კვერცხი ტომატში
იმპერატორი
სპაგეტი სოუსით
ქათმის სალათა
კარამელი
სესილი
ფილეს სალათი
მადამ ბოვარი
ტატალი
N&N (ნუშით ნამცხვარი)
კოსმოპოლიტენი (კლასიკური)
ბორში სოკოთი
ინგლისური სალათა
ოქროს გასაღები
ანმაუიმკა
ტორტი ""სამეფო""
კუჭმაჭი ნიგვზით
"შარლოტა"
სასარგებლო სალათი

არჩეულია კატეგორია: ტრადიციული, ნაპოვნია 97 რეცეპტი
 
ცხვრის ჯიგრის ყაურმა

500 გრ შიგნეული (ღვიძლი, გული, ელენთა, ფილტვი), 300 გრ თავი ხახვი, პილპილი, ოხრახუში, ქინძი, მარილი - გემოვნებით.
ცხვრის შიგნეული გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, წვრილად დავჭრათ, ჩავდოთ ქვაბში, შემოვდგათ ცეცხლზე და მოვშუშოთ. 5-10 წუთის შემდეგ დავამატოთ ალყა-ალყა დაჭრილი თავი ხახვი და მოვშუშოთ. 10-15 წუთის შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, პილპილი და მარილი, ვშუშოთ მზადყოფნამდე.


საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 26  , განთავსებულია: 15.01.2006 , გამოაგზავნა: weborganic
 
ღორის ხორცის ყაურმა

500 გრ ღორის ხორცი, 300 გრ თავი ხახვი, ქინძი, ოხრახუში, პილპილი და მარილი - გემოვნებით.
ღორის ხორცი გავასუფთავოთ, დავჭრათ, ჩავდოთ ღრმა ტაფაში და ვშუშოთ 15 წუთი. დავამატოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და კიდევ ვშუშოთ 5-10 წუთი. დავამატოთ 1 ჭიქა წყალი, მარილი და ვშუშოთ მზადყოფნამდე, ბოლოს დავამატოთ პილპილი, წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში და კარგად გადავურიოთ.


საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 17  , განთავსებულია: 15.01.2006 , გამოაგზავნა: weborganic
 
ქათმის კუჭმაჭი ''სახელდახელო''

1 კგ ქათმის კუჭი და გულ-ღვიძლი, ოხრახუში, წიწაკა, ქინძის თესლი, ხმელი ქონდარი, 1 სუფრის კოვზი ღვინის ძმარი, მარილი - გემოვნებით.
ქათმის კუჭი და გულ-ღვიძლი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, მოვხარშოთ, წვრილად დავჭრათ, დავამატოთ დანაყილი წიწაკა, ქინძის თესლი, ხმელი ქონდარი, მარილი, ღვინის ძმარი, კარგად გადავურიოთ; გადავიტანოთ თეფშზე, მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებითა და ოხრახუშით.


საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 14  , განთავსებულია: 15.01.2006 , გამოაგზავნა: weborganic
 
ქათმის კუჭმაჭი ნიგვზით

1 კგ ქათმის კუჭი და გულ-ღვიძლი, 1 ჩაის ჭიქა ნიგოზი, ქინძი, ხმელი ქონდარი, 2 კბილი ნიორი, იმერული ზაფრანა, 1 ჩაის კოვზი ღვინის ძმარი, ხმელი სუნელი, წიწაკა, მარილი - გემოვნებით.
ქათმის კუჭი და გულ-ღვიძლი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, მოვხარშოთ. ერთად დავნაყოთ ნიგოზი, ქინძი, ნიორი, წიწაკა, დავამატოთ იმერული ზაფრანა, ხმელი სუნელი, ქონდარი, კარგად გადავურიოთ და გავხსნათ ღვინის ძმრით.
მოხარშული შიგნეული წვრილად დავჭრათ, გადავურიოთ მზა ნიგვზის საკაზმში, გადავიტანოთ თეფშზე, მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები და დაჭრილი ოხრახუში.


საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 11  , განთავსებულია: 15.01.2006 , გამოაგზავნა: weborganic
 
ჩიჟი-ბიჟი თბილისურად

1 კგ ცხვრის შიგნეული, 100 გრ დუმა, 2 თავი ხახვი, პილპილი და მარილი - გემოვნებით.
ცხვრის შიგნეული და დუმა გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, წვრილად დავჭრათ, ჩავდოთ ტაფაში და მოვშუშოთ. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დუმა, გადავურიოთ და კარგად შევწვათ. შეწვის პროცესში მოვაყაროთ პილპილი და მარილი. მაგიდასთან მივიტანოთ იმავე ჭურჭელში, რომელშიც მომზადდა, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი.


საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 4  , განთავსებულია: 15.01.2006 , გამოაგზავნა: weborganic
 
შემწვარი ღვიძლი

500 გრ ღვიძლი, 50 გრ კარაქი, 2 თავი ხახვი, ოხრახუში, ბროწეულის მარცვლები, მარილი - გემოვნებით.
გასუფთავებული, გარეცხილი ღვიძლი დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი, ამოვავლოთ ფქვილში, შევწვათ ცხელ, ცხიმიან ტაფაში ორივე მხრიდან.
თავი ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა, ოდნავ მოვწვათ ღვიძლის შეწვის შემდეგ დარჩენილ ცხიმში.
შემწვარი ღვიძლი დავდოთ თეფშზე, მასზე მომწვარი ხახვი, მოვაყაროთ ოხრახუში და ბროწეულის მარცვლები. მაგიდასთან შეგვიძლია მივიტანოთ შემწვარ კარტოფილთან ერთად.


საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 9  , განთავსებულია: 15.01.2006 , გამოაგზავნა: weborganic
 
მოშუშული ღვიძლი

500 გრ ღვიძლი, 100 გრ კარაქი, 300 გრ თავი ხახვი, პილპილი და მარილი - გემოვნებით.
გასუფთავებული და გარეცხილი ღვიძლი დავჭრათ, ჩავდოთ ქვაბში, შემოვდგათ ცეცხლზე, ვურიოთ იქამდე, ვიდრე სითხე არ ამოშრება.
ტაფაში 50 გრ კარაქში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, გადავიტანოთ ღვიძლიან ქვაბში, დავამატოთ 50 გრ კარაქი, პილპილი, მარილი და მოვშუშოთ მზადყოფნამდე.


საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 10  , განთავსებულია: 15.01.2006 , გამოაგზავნა: weborganic
 
მოხარშული ენა

1 ც საქონლის (ხბოს) ენა, 2 თავი ხახვი, 1 ც სტაფილო, დაფნის ფოთოლი, ნიახური, ოხრახუში, 200 გრ სალათის ფოთოლი, 400 – 400 გრ კიტრი და პომიდორი, მარილი - გემოვნებით.
საქონლის ენა გავასუფთავოთ, მოვაცილოთ ყბის ძირში მოთავსებული სანერწყვე ჯირკვლები, კარგად გავრეცხოთ, ჩავდოთ ცხელ წყლიან ქვაბში და მოვხარშოთ (მოხარშვის დრო შეადგენს 3-4 საათს). როდესაც ენა თითქმის მოიხარშება, ამოვიღოთ ქვაბიდან და ჩავუშვათ ცივ წყალში, მაშინვე გავაცილოთ კანი და ისევ ჩავდოთ ქვაბში, ვხარშოთ 15-20 წუთი, დავამატოთ ნიახური, ოხრახუში, სტაფილო, ხახვი, დაფნის ფოთოლი, მარილი და ვხარშოთ მზადყოფნამდე.
მოხარშული ენა შევამშრალოთ ტილოთი, დავჭრათ განივად, 5-6 მმ სისქის ნაჭრებად. თეფშზე ან სინზე დავალაგოთ სალათის ფოთლები, მათზე მოვათავსოთ ენის ნაჭრები, ზემოდან მოვაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და ოხრახუში. შეიძლება გარშემო შემოვუწყოთ მრგვლად დაჭრილი კიტრი და პომიდორი.


საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 3  , განთავსებულია: 15.01.2006 , გამოაგზავნა: weborganic
 
ენა თეთრ ღვინოში

1 ც საქონლის (ხბოს) ენა, 5 თავი ხახვი, 100 გრ კარაქი, 1 ჩაის ჭიქა თეთრი ღვინო, 3 კბილი ნიორი, წიწაკა, ოხრახუში, ქინძი, მარილი - გემოვნებით.
საქონლის ენა გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, მოვხარშოთ ჩვეულებრივად (იხ. წინა რეცეპტი) და დავჭრათ.
თავი ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა და მოვშუშოთ კარაქში. დავასხათ 2 ჭიქა გაწურული ბულიონი და 1 ჭიქა თეთრი ღვინო. დავამატოთ მარილი, წიწაკა და ვხარშოთ 5 წუთი. ჩავდოთ დაჭრილი ენის ნაჭრები და ნელ ცეცხლზე ვადუღოთ 5 წუთი, დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, ნიორი (გემოვნებით), წამოვადუღოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.


საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 5  , განთავსებულია: 15.01.2006 , გამოაგზავნა: weborganic
 
ხბოს ენა შამფურზე

1 ც ხბოს ენა, 2 თავი ხახვი, ოხრახუში, მარილი - გემოვნებით.
ხბოს ენა გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, წამოვაგოთ შამფურზე, მოვათავსოთ მაყალზე და შევწვათ უალო ნაკვერჩხლებზე სრულ მზადყოფნამდე. შეწვის დროს შამფური განუწყვეტლივ ვატრიალოთ, პერიოდულად წავუსვათ მარილწყალი.
მზა შემწვარი ენა დავჭრათ თხელ ნაჭრებად, მოვაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, ოხრახუში და მივიტანოთ მაგიდასთან ცხელი.


საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 3  , განთავსებულია: 15.01.2006 , გამოაგზავნა: weborganic
 
მოშუშული ენა

1 ც საქონლის ან ხბოს ენა, 4 თავი ხახვი, 50 გრ კარაქი, 800 გრ პომიდორი, 2 თავი ნიორი, ოხრახუში, კამა, ქინძი, ტარხუნა, წიწაკა და მარილი - გემოვნებით.
საქონლის ენა გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, მოვხარშოთ ჩვეულებრივად (იხ. რეცეპტი: მოხარშული ენა). დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ჩავდოთ ტაფაში, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, კარაქი და მოვშუშოთ. მოვხარშოთ პომიდორი, გავხეხოთ, ჩავასხათ მოშუშულ ენიან ტაფაში, დავამატოთ დანაყილი წიწაკა და ნიორი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, მოვაყაროთ მარილი, ვადუღოთ 10-15 წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.


საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 3  , განთავსებულია: 15.01.2006 , გამოაგზავნა: weborganic
 
ღორის ხორცის მუჟუჟი

1 კგ ღორის ხორცი, 2 ც დაფნის ფოთოლი, 10 მარცვალი სურნელოვანი პილპილი, 1 ჭიქა ღვინის ძმარი, მარილი - გემოვნებით.
ღორის ხორცი გავასუფთავოთ, მოვაცილოთ ჯირკვლები და ზედმეტი ცხიმი, დავჭრათ და ჩავალაგოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, დავამატოთ დაფნის ფოთოლი, სურნელოვანი პილპილი, მოვხარშოთ მზადყოფნამდე.
როცა ხორცი მოიხარშება, დავამატოთ ღვინის ძმარი, მოვაყაროთ მარილი, წამოვადუღოთ, გადმოვდგათ ცეცხლიდან, გადავიტანოთ შესაბამის ჭურჭელში, გავაცივოთ.


საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 3  , განთავსებულია: 15.01.2006 , გამოაგზავნა: weborganic
 
გოჭის მუჟუჟი

1 კგ გოჭის ფეხები, 2 ც სტაფილო, 3 თავი ხახვი, 8 ც სურნელოვანი პილპილი, 3 ც დაფნის ფოთოლი, 3/4 ჩაის ჭიქა ღვინის ძმარი, მარილი - გემოვნებით.
გასუფთავებული და გარეცხილი ფეხები გავჭრათ შუაზე, ჩავალაგოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, შემოვდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ ნახევრად მზადყოფნამდე, გადავიტანოთ სხვა ქვაბში. ნახარში გავწუროთ, დავამატოთ ღვინის ძმარი (2,5 ჭიქა ნახარში - 1/4 ჭიქა ძმარი), დავასხათ გოჭის ფეხებს და მოვხარშოთ გოჭის ფეხების მზადყოფნამდე. ხარშვის დამთავრებამდე 30-40 წუთით ადრე დავამატოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, სტაფილო, დაფნის ფოთოლი, სურნელოვანი პილპილი, მარილი.
მზა კერძი გადავიტანოთ მათლაფებზე, მაგიდასთან მივიტანოთ ცივი.


საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 6  , განთავსებულია: 15.01.2006 , გამოაგზავნა: weborganic
 
არტალა

1 კგ არტალა, 1 თავი ხახვი, ნიახური, ოხრახუში, ნიორი და მარილი - გემოვნებით.
არტალა გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი ისე, რომ არტალა დაიფაროს, დავახუროთ სახურავი, შემოვდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ. ხარშვის დროს მოვქაფოთ. დავამატოთ თავი ხახვი, ნიახური და ოხრახუში.
მაგიდასთან მოვიტანოთ ცხელი, დანაყილ ნიორთან და წვრილად დაჭრილ მწვანილთან ერთად.


საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 7  , განთავსებულია: 15.01.2006 , გამოაგზავნა: weborganic
 
ხაში თბილისურად

2 კგ ძროხის ჩლიქი და ფაშვი, ნიორი და მარილი - გემოვნებით.
ხაში (ძროხის ჩლიქი და ფაშვი) გულდაგულ გავასუფთავოთ, გავრეცხოთ. ჩლიქი გავყოთ ორ ნაწილად, ფაშვი დავჭრათ პატარა ნაჭრებად. მომზადებული ხაში ჩავდოთ დიდ ქვაბში, დავასხათ წყალი და შემოვდგათ ცეცხლზე. როდესაც წყალი წამოდუღდება, გადავღვაროთ, ისევ დავასხათ წყალი და შემოვდგათ ცეცხლზე, პერიოდულად მოვქაფოთ. ვხარშოთ ნელ ცეცხლზე რამოდენიმე საათი.
ხაშთან ერთად მაგიდასთან მივიტანოთ თონის პური (ლავაში), სასურველია წინა დღისა, ასევე დანაყილი ნიორი და მარილი.
ხაში შეიძლება მოვხარშოთ მხოლოდ ჩლიქებისაგან, ან მხოლოდ ფაშვისაგან.


საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 11  , განთავსებულია: 15.01.2006 , გამოაგზავნა: weborganic


[<<] [ 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 ] [>>]