მთავარი გვერდი  გახადე საწყისი რეკლამის განთავსება კონტაქტი
პიკანტური კარტოფილი
კვერცხი ტომატში
იმპერატორი
სპაგეტი სოუსით
ქათმის სალათა
კარამელი
სესილი
ფილეს სალათი
მადამ ბოვარი
ტატალი
N&N (ნუშით ნამცხვარი)
კოსმოპოლიტენი (კლასიკური)
ბორში სოკოთი
ინგლისური სალათა
ოქროს გასაღები
ანმაუიმკა
ტორტი ""სამეფო""
კუჭმაჭი ნიგვზით
"შარლოტა"
სასარგებლო სალათი

არჩეულია კატეგორია: ნამცხვრები, ნაპოვნია 68 რეცეპტი
 
მედოკი

3 კვერცხი და 2 ჭიქა შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ 2ჩ.კსოდა ძმრით, 100გრ. კარაქი, 4 კოვზი თაფლი ,3 ჭიქა ფქვილი და დავდგათ ორთქლზე 40წთ. თან ვურიოთ. შემდეგ გადმოვდგათ და შევაზილოთ ფქვილი რამდენსაც შეიზელს. გავყოთ სამ ნაწილად და გამოვაცხოთ. კრემი: 2 ცალი მოხარშული რძე, 150გრ. კარაქი გავთქვიფოთ კარგად ვანილთან და ცოტა კონიაკთან ერთად.

საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 364  , განთავსებულია: 28.04.2007 , გამოაგზავნა: ia vardiashvili
 
ბანანის სირნიკები

მასალა: 500გრ ხაჭო; 1, 2 ცალი კვერცხი; 1 ბანანი; 5-6ს/კ ფქვილი; შაქარი გემოვნებით; მწიკვი მარილი; 2ს/კ ზეთი; 2ს/კ არაჟანი. მომზადება: ხაჭო, კვერცხი, შაქარი და ათქვეფილი ბანანი აურიეთ, დაუმატეთ ფქვილი, შეწვით ტაფაზე ზეთში.ორივე მხრიდან (მიეცით სირნიკის ფორმა)

საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 53  , განთავსებულია: 20.04.2007 , გამოაგზავნა: tamuna
 
ლიმონის პეროგი

2 კვერცხი ცილიან გულიანად. დავაყაროთ 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, დაუმატოთ 200 გრამი კარაქი , 1 ჩ. ჭიქა მაწონი. 1ჩ.კ ძმარში გახსნილი ნახევარი ჩ.კ სოდა და 4 ჩ.ჭიქა ფქვილი. მოვზილოთ ცომი და გავყოთ 2 ნაწილად. გავაპრტყელოთ ცალ– ცალკე. 1 ფენაზე მოვათავსოთ ლიმონის მასა, რომელიც ასე მზადდება: 1 ან 2 ლიმონი კანიანად გავხეხოთ, აურიოთ 1 ჩ.ჭიქა შაქარი. მეორე ფენა დავადოთ თავზე. გვერდები შევკრათ და შევდგათ გაზქურაში.

საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 57  , განთავსებულია: 16.04.2007 , გამოაგზავნა: natia beganide
 
"კარტოშკები"

1 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა რძე, 2 ჩაის კოვზი კაკაო, 200 გრ. კარაქი, 100 გრ. ორცხობილა, 150გრ.პეჩენია, 100გრ. თხილი, ნახევარი ჭიქა შაქრის პუდრა და 1 ჩაის კოვზი კაკაო ამოსავლებლად. მომზადება: შევურიოთ შაქარი და კაკაო ერთმანეთს, ჩავასხათ ცხელი რძე და ვადუღოთ იქამდე სანამ შაქარი არ დადნება. ამის შემდეგ ცეცხლიდან გადმოვიღოთ და დავუმატოთ ორცხობილა(გატარებული ხორცსაკეპში) და პეჩენია (დაფშვნილი ან გატარებული ხორცსაკეპში), დავუმატოთ კარაქი და კარგად ავურიოთ. უნდა გამოგივიდეთ პლასტელინის მსგავსი მასა. შემდეგ გავაკეთოთ მათგან ბურთულები ამოვავლოთ ისინი 1 ჩაის კოვზი კაკაოთი, თხილით და შაქრის პუდრით. ჩავდოთ მაცივარში 2-3 სთ.–ის განმავლობაში და ამის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი "კარტოშკები".

საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 38  , განთავსებულია: 30.03.2007 , გამოაგზავნა: Francheska
 
ალუბლის ნამცხვარი

დაგჭირდებათ: 2(კგ) ალუბალი, 550(გ) ფქვილი, 200(გ) რძე, 500(გ)კარაქი, 150(გ) შაქარი. მომზადების წესი: ალუბალს გამოაცალეთ კურკები, კარაქი ათქვიფეთ მიქსერით, გადმოიტანეთ რკინის ჭურჭელში, დააყარეთ ფქვილი, დაასხით რძე და დააყარეთ შაქარი.მასას დააწყვეთ ალუბალი და შედეთ ღუმელში. გააჩერეთ 20-30 წუთი და უგემრიელესი ალუბლის ნამცხვარი მზადაა!

საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 38  , განთავსებულია: 30.03.2007 , გამოაგზავნა: qeti
 
ნამცხვარი

4 ცალი კვერცხი. 2 ჭიქა შაქარი, 10 სუფრის კოვზი ზეთი, 1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით, 2 სუფრის კოვზი თაფლი, ვანილი, 4 ჭიქა ფქვილი. გავაკეღოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ ზეთი, სოდა ძმრით, თაფლი, ვანილი და ფქვილი. მოვზილოთ რბილი ცომი, გავყოთ 3 ნაწილად და გამოვაცხოთ. კრემი: 1ცალი მოხარშული რძე და 250გრ კარაქი, ვანილი გემოვნებით. 1ჭიქა ქიშმიში და 1 ჭიქა მოხალული კაკალი ან თხილი მოვაყაროთ ფენებს შორის , ზემოდან მოვასხათ შოკოლადი.

საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 26  , განთავსებულია: 30.03.2007 , გამოაგზავნა: maka megrelidze
 
ნამცხვარი

9 ცალი კვერცხი, 3 ჭიქა შაქარი, 150 გრამი კარაქი ან მარგარინი, 3 სუფრის კოვზი თაფლი, 2 ჩაის კოვზი სოდა ძმრით, 6 ჭიქა ფქვილი, მოვზილოთ რბილი ცომი. კვერცხისაგან და შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. დავამატოთ გამდნარი კარაქი, თაფლი, სოდა ძმრით. 6 ჭიქა ფქვილი ვანილი და ცოტა მარილი. მოვზილოთ რბილი ცომი და გავყოთ 3 ტოლ ნაწილად. თითოეული დავაცხოთ ცხიმმოსმულ ჟარუნაზე და გამოვაცხოთ. კრემი: 2 ცალი მოხარშული რძე–ე.წ. "მალაკო", 300 გრამი კარაქი, ვანილი გემოვნებით.

საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 16  , განთავსებულია: 30.03.2007 , გამოაგზავნა: TAMILA MEGRELIDZE
 
"შარლოტა"

5 კვერცხის ცილითა და 1 ჭიქა შაქრით გავაკეთოთ ბეზე, დავამატოთ კვერცხის გულები, 1 ჩაი კოვზი კაკაო, 1 ჩაის კოვზი თაფლი, სოდა-ძმრით, ვანილი და 1 ჭიქა ფქვილი. მიღებული მასა დავასხათ ცხიმწასმულ პერგამენტის ქაღალდდაფენილ ჟარუნაზე და გამოვაცხოთ.

საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 81  , განთავსებულია: 30.03.2007 , გამოაგზავნა: qeti
 
სამარხვო "ნაპოლეონი "

ფქვილი (ცომისთვის)-750 გრამი, 500 გრამი მარგარინი, მცენარეული კარაქი 50 გრამი, 1 სადილის კოვზი რომი (კონიაკი, ან სპირტი), 1/4 ლიტრი წყალი და მარილი.
მდუღარე წყალში ჩადეთ კარაქი, ჩაასხით რომი, ჩაყარეთ მარილი და გადმოდგით ცეცხლიდან. მოაყარეთ ფქვილი და კარგად მოზილეთ (ცომი ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ). გაყავით ორ ნაწილად და თითოეული ნახევარ სანტიმეტრზე გააბრტყელეთ. წაუსვით მარგარინი, დაკეცეთ ოთხად და მოათავსეთ მაცივარში 20 წუთით. პროცესი გაიმეორეთ სამჯერ, მეოთხედ როცა გააბრტყელებთ, მოათავსეთ ტაფაზე და გამოაცხვეთ ჰაერღუმელში.
კრემის მასალა: 2 სადილის კოვზი შაქრის ფხვნილი, 2 სადილის კოვზი ფქვილი, ნახევარი ლიტრი წყალი, 200 გრამი სამარხვო მარგარინი.
ფქვილი და შაქარი აურიეთ ერთმანეთში. დაასხით წყალი და როცა ყველაფერი კარგად გაიხსნება, შედგით დაბალ ცეცხლზე. ხარშვის დროს ნელა აურიეთ. წამოადუღეთ, გააცივეთ და ათქვიფეთ მარგარინთან ერთად.
წაუსვით ფირფიტებს, დაადეთ ერთმანეთზე, ზემოდანაც კრემის თხელი ფენა გადაუსვით და მოაყარეთ შაქრის პუდრი.


საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 150  , განთავსებულია: 18.01.2007 , გამოაგზავნა: NINI
 
ვაშლი ვანილის სოუსში

6 ცალი საშუალო ზომის ტკბილი ვაშლი, 100 გრამი მარციპანი, 1 სადილის კოვზი კარაქი, 150 გრამი ფქვილი, 3 სადილის კოვზი შაქრის ფხვნილი, 2 შეკვრა ტკბილი ვანილი, ნახევარი ჭიქა რძე, 4 კვერცხი, ცოტა მარილი, ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი.
გააცხელეთ ჰაერღუმელი 200 გრადუსამდე, გარეცხეთ ვაშლები, გაამშრალეთ, ამოაჭერით შუაგული და ამოავსეთ მარციპანით. მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში, მოასხით გამდნარი კარაქი და შედგით ჰაერღუმელში ათი წუთით.
რძე ოდნავ შეათბეთ, ფქვილში კარგად აურიეთ ორი სადილის კოვზი შაქრის ფხვნილი და ვანილი. დაასხით თბილი რძე და კარგად გახსენით. კვერცხის ცილა და გული ერთმანეთისაგან გააცალკევეთ. ცილად კარგად ათქვიფეთ, გულები კი ფქვილიან მასას შეურიეთ. ბოლოს ათქვიფეთ ცილასთან ერთად.
გამოიღეთ ვაშლები ჰაერღუმელიდან. მოასხით ცომი და გამოაცხეთ 20-25 წუთის განმავლობაში. დარჩენილი 1 კოვზი შაქარი აურიეთ დარიჩინში და მოაყარეთ მზა დესერტს. შეგიძლიათ მორთოთ გახეხილი შოკოლადით და პიტნის ფოთლებით.


საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 18  , განთავსებულია: 13.01.2007 , გამოაგზავნა: NINI
 
ვერტეტა (ბერძნული ნამცხვარი)

მასალა: 500გ ფქვილი, 2 ცალი კვერცხი, 1კგ ნუში, 1 სადილის კოვზი კარაქი, 1,5კგ ნიგოზი, 2 კოვზი შაქარი, 400გ თაფლი.
ორი კვერცხით, ერთი ჭიქა წყლითა და ფქვილით მოზილეთ მაგარი ცომი. გაშალეთ რაც შეიძლება თხლად. მდუღარეგადასხმული და კანგაცლილი ნუში და ნიგოზი წმინდად დანაყეთ და აურიეთ თაფლში, რომ სქელი მასა გამოგივიდეთ. ეს მასა გაშლილ ცომზე წაუსვით და რულეტივით დაახვიეთ. დადეთ ფორმაზე, მოაყარეთ შაქარი და გამოაცხვეთ საშუალო ცეცხლზე.


საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 22  , განთავსებულია: 08.12.2006 , გამოაგზავნა: NINI
 
ინგლისური შაქარლამა

მასალა: 200გ კარაქი, 1 ჭიქა შაქარი, 8ცალი კვერცხი, 100 გრამი ნუში, 1 ჭიქა ფქვილი, 1 ცალი ლიმონი.
კარაქი თქვიფეთ მანამ, ვიდრე არ გათეთრდბა. თქვეფისას დაუმატეთ შაქარი, შემდეგ-კვერცხის გული, ნახევარი ლიმონის გახეხილი ქერქი, გაფცქვნილი ტკბილი ნუში და ბოლოს-სამი კვერცხის ბეზე, რომელშიც ფქვილიც იქნება შეთქვეფილი. ეს მასა კარგად ათქვიფეთ და ჩაასხით ცივ ფორმაში. აცხვეთ ნელ-ცეცხლზე. როდესაც გამოცხვება, მჭრელი დანით თორმეტ ნაჭრად დაჭერით და ოჯახის წევრებს გაუნაწილეთ.


საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 22  , განთავსებულია: 08.12.2006 , გამოაგზავნა: NINI
 
ნუშის პეჩენია

ნიგოზი-200გრ.
შაქარი-1ჩ.ჭ.
კვერცხი-4ცალი(გული).
ფქვილი-1/2 ჩ.ჭ.

200გრ. გატარებულ ნიგოზს დავუმატოთ 4 კვერცხის გული. შევათბოთ ცეცხლზე. კარგად მოვურიოთ, დავუმატოთ ფქვილი, შემდეგ სველი კოვზით უნდა ჩავდოთ პატარ-პატარა ფორმებში. გამოვა 12 ცალი.


საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 129  , განთავსებულია: 05.07.2006 , გამოაგზავნა: NINI
 
ხაჭოს პეჩენია

1 ცალი ხაჭო, 200გრ. კარაქი ან მარგარინი, 1ცალი კვერცხი, 2,5 ჭიქა პურის ფქვილი, 1/2 კოვზი სოდა, სულ ცოტა მარილი, ვანილი.
გულისთვის: 1/2 ჭიქა შაქარი, ქიშმიში.
გააბრტყელებთ ცომს, მოაყრით შაქარს და ქიშმიშს. დაახვევთ რულეტივით, დაჭრით პატარ-პატარა ნაჭრებად და გამოაცხობთ.


საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 55  , განთავსებულია: 30.06.2006 , გამოაგზავნა: NINI
 
პირამიდა

4 კვერცხის გული
1,5 ჭიქა შაქარი
200გრ. კარაქი
1 ქილა არაჟანი
1ჩ.კ. სოდა, ძმარი
4 ჭიქა ფქვილი

მიღებული ცომი გაყავით 2 ნაწილად და გამოაცხეთ ცხიმწასმულ ჟარუნაზე.


საუკეთესოა
კარგია
ნორმალურია
საშუალოა
ცუდია
   ხმა: 64  , განთავსებულია: 30.06.2006 , გამოაგზავნა: NINI


[<<] [ 1 | 2 | 3 | 4 | 5 ] [>>]